ნანა კაკაბაძე: წინა ხელისუფლებამ ეპისკოპოსები აიძულა, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპები აეღოთ

“წინა ხელისუფლებამ ეპისკოპოსები აიძულა, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპები აეღოთ”,-ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პატრიარქის მდივან-რეფერანტის მეგობარმა და საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
კაკაბაძის მტკიცებით, ეს იყო წინა ხელისუფლების მზაკვრული გეგმა, რათა შემდეგ ყველას ელაპარაკა, რომ აი, ხომ ხედავთ, ხალხს როგორ უჭირს და მეუფეები ჯიპებით დასეირნობენო.
„ჯიპები წინა ხელისუფლებამ აჩუქა ყველა ეპისკოპოსს, თანაც სავალდებულო წესით. მახსოვს, როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა უარი თქვა ჯიპის მიღებაზე, მაშინვე საპატრიარქოში გაისმა ხათუნა გოგორიშვილის ზარი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ყველა ეპისკოპოსს გამოეყვანა მათთვის განპირობებული ჯიპი. ეპისკოპოსები აიძულეს, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპები აეღოთ. ეს იყო მზაკვრული გეგმა, რათა შემდეგ ყველას ელაპარაკა, რომ აი, ხომ ხედავთ, ხალხს როგორ უჭირს და მეუფეები ჯიპებით დასეირნობენო. გარდა ამისა, ყველა ამ ნაჩუქარ ავტომობილში ჩააყენეს მოსასმენი აპარატურა და პრაქტიკულად ყველაფერს ისმენდნენ, შემდეგ კი ამას მათ წინააღმდეგ იყენებდნენ, კომპრომატების სახით“,-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები