სიღნაღში სანადირო თოფიდან მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს. ინციდენტი სოფელ მაჩხაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ არის დაჭრილი. მას წნორის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები