დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე საბერძნეთში კიდევ ორი ექიმი დააკავეს

დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე საბერძნეთში კიდევ ორი ექიმია დაკავებული. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ანესთეზიოლოგია.
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, ვიდეოკამერიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გამოჩნდა, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაცია გვაქვს, რომ გოგონა არის დანაწევრებული,“ – აცხადებს დიანა ბერიძის მამიდა ნარგიზა ბერიძე.
მისივე თქმით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ცხედარი კუნძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. ქალის ცხედარი დანაწევრებულია, რასაც ოჯახი ადასტურებს, თუმცა მისი დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ისევ ვერ ხერხდება.
მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები