ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 25 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღიდან, მუცლის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. დაჭრის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებს მამაკაცის მდგომარეობის შესახებ კლინიკიდან აცნობეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, თუ რა გარემოებაში მიიღო მამაკაცმა დაზიანებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მამაკაცს, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები