“მინდა მოგილოცოთ აშშ-ს მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება”

მინდა მოგილოცოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.

“მინდა მოგილოცოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება – დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები