ემიგრანტი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ბერძენმა ექიმმა ბრალის აღიარების გადავადება მოითხოვა (ვიდეო)

თესალონიკში ქართველი ემიგრანტი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა. ამის შესახებ, ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით, ქართველი ემიგრანტი გია კვარაცხელია წერს.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნა პროკურორთან მკვლელობაში ბრალდებულმა 38 წლის ანგიოქირურგმა დღეს, დილის საათებში თესალონიკის რეგულარული საგამოძიებო სასამართლოს წინაშე წარდგენის შემდეგ წამოაყენა.
“ბერძნული საინფორმაციო სააგენტოს (Αθηναϊκό/Μακεδονικό Πρακτορείο) თანახმად, ბრალდებული, თესალონიკის „იპოკრატიოს“ საავადმყოფოს ანგიოქირურგი (იხ. ფოტოსურათზე ქვემოთ, ასევე თანმხლებ ვიდეოზე), თავის ადვოკატთან ერთად, აღნიშნული, 36 წლის და 3 შვილის ქართველი დედის მის მიერ მკვლელობის ფაქტის აბსოლუტურ უარყოფას აპირებს, აცხადებს რა, რომ კი, იცნობდა აღნიშნულ ქალბატონს სოციალური ქსელის მეშვეობით და საავადმყოფოში „რანდევუც“ კი დაუნიშნა მას, ანგიოქირურგიული ოპერაციის მიზნით, მაგრამ ქალბატონი აღნიშნულ ვიზიტზე არ გამოცხადებულა”, – ნათქვამია ქართველი ემიგრანტის გია კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
კვარაცხელიას ცნობით, დაუდგენელია რა გახდა ქართველი ემიგრანტი ქალის მკვლელობის მოტივი და მისი გარდაცვალების მიზეზი, რადგან დაკავებული ექიმი ჯერჯერობით ახსნა-განმარტებას არ იძლევა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გვამის გახრწნის მაღალი ხარისხის გამო, დასკვნების გაკეთება გაუჭირდა.
26 აპრილს მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელი პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინ წასულ სტადიაში. ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები