ოზურგეთში ინციდენტისას ორი სამართალდამცველი დაშავდა

ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ინციდენტისას ორი სამართალდამცველი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით. ორი სამართალდამცველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად პოლიციის შენობიდან გამოვიდა, რა დროსაც იქვე მდებარე საბილიარდოდან ხმაური შემოესმათ.
პოლიციელები საბილიარდოში შევიდნენ და ახალგაზრდების გაშველება სცადეს. მათ ინციდენტში მონაწილე პირებს, სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რამაც მათი მხრიდან აგრესია გამოიწვია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციელებმა მსუბუქი სახის დაზიანებები მიიღეს. მათ გაეწიათ სათანადო მკურნალობა და სამართალდამცველების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, დაკავებულია სამი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები