საქართველოს საგარეო პრიორიტეტები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანას. აღნიშნულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან ისაუბრა, სადაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.
„კონსტიტუციის ბოლო თავში, გარდამავალი დებულებების თავში, მნიშვნელოვანი დამატება გვაქვს, სადაც ერთგვარი დავალების სახით, კონსტიტუციური ორგანოებისთვის გაწერილია ამოცანა, რომ მათ მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენი საგარეო პრიორიტეტი, პირდაპირ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონპროექტს და ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით კონსტიტუციის პროექტში შესატან სიახლეებსაც შეეხო. მისი განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონიც უამრავ ხარვეზს შეიცავდა და საჭირო გახდა ახალი დოკუმენტის მომზადება.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, შეიქმნა ახალი მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს. ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გადასინჯვის ახალ წესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი შემუშავების პროცესში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სრული კონსენსუსი გამოითქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები