საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალის მკვლელობისთვის ბერძენი ექიმი დააკავეს

ბერძენი პოლიციელები რამდენიმე დღეა საქართველოს მოქალაქეს, 3 შვილის დედას ათენში ეძებდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა თესალონიკში, იპოკრატიუს საავადმყოფოში მოხდა. 36 წლის ქალის ცხედარი კი ხალკიდიკის რაიონის ზღვისპირა სოფელ პალიურიში, (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით) მდინარეში იპოვეს.
Thestival.gr-ის ინფორმაციით, ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 38 წლის ბერძენი ექიმი – ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა.
გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე 27 აპრილს განაცხადა და მას შემდეგ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 38 წლის ექიმი ათენში დააკავეს და იგი პოლიციას სალონიკში გადაჰყავს.
თემასთან დაკავშირებით „კვირა“ დამატებით დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები