დეკანოზი გიორგი მამალაძე პროცესის დახურვის წინააღმდეგია-დასამალი არაფერი მაქვს

ე. წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პროცესის დახურვის წინააღმდეგია.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მას დასამალი არაფერი აქვს.
„საუბარი იყო აქ ჩემს პირად ცხოვრებაზე და მე მგონი, აქ ჩემი პირადი ცხოვრება არ განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებას და ამასთან დაკავშირებით, მე დასამალი არაფერი მაქვს“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.
ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები