დეკანოზი მამალაძე: არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ დეკანოზმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
„არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“,- განაცხადა დეკანოზმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები