შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე ( განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ამ დროისათვის, ბრალდებულის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 26 წლის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. იგი მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები