ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს – დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. 26 წლის ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცი უცნობმა პირებმა მიიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. გარდაცვლილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები