ადვოკატი: ბექა შენგელიამ, ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება, დღეს სხვა თქვას, ხვალ – სხვა

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, იზო მახარაძემ დღევანდელი სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა, ბექა შენგელიას ჩვენებები, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მყარი არ არის. დღევანდელ პროცესზე, საგამოძიებო სამსახურის ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც დანაშაულის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
„ბექა შენგელიამ შეიძლება, დღეს სხვა თქვას, ხვალ – სხვა, მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე“, – განაცხადა იზო მახარაძემ.
საქმის პროკურორმა და დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი 2016 წლის ოქტომბერში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს. ე.წ. კანიბალიზმის საქმე დანაშაულიდან 2 კვირაში, 4 ნოემბერს გახსნილად გამოცხადდა. საქმეზე დააკავეს მოკლულის შვილი, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი ბექა შენგელია, რომლებსაც ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ. ამავე საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, ასევე, მკვლელობის ბრალდებით. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე, ცალკე საქმედ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა 3 ბრალდებული პირის მიმართ, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდებათ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ბექა შენგელიას ნათესავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები