უბედური შემთხვევა თბილისში – ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მე-16 სართულიდან გადმოხტა

ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონა გამთენიისას, სავარაუდოდ, მე-16 სართულიდან გადმოხტა. ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა დაუდგენელია.
შემთხვევის დეტალებზე საუბარი  ადგილობრივებს უჭირთ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.​
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები