ბოსტნეული კულტურების მყნობის ტექნოლოგიებზე ფერმერებს წილკანში ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კიტრის, საზამთროს, ნესვის და გოგრის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს.
სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში. მონაწილეებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს ფერმერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილეობისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე იდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები