კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კომისიის წევრებმა დღეს გამართულ კენჭისყრაზე მხარი კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირეს. კახა ბექაური თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მან ამ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
კახა ბექაური 1969 წელს დაიბადა. ის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით სწავლობდა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, 2000-2002 წლებში იყო საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილე, 2002-2003 წლებში ტელეკომპანია ,,მზის,, გენერალური დირექტორი, 2004-205-წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2010-2011 წლებში ტელეკომპანია ,,მაესტროს,, გენერალური დირექტორი, 2012 წელს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ხელმძღვანელი, 2014 წლიდან კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები