რა უნდა დაემატოს და რა უნდა გადაიხედოს კონსტიტუციის პროექტში – ქანთარია ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

„თავად კონსტიტუცია, ჩემი აზრით, საკმაოდ მოქნილი, მარტივი და გასაგებია. ბევრი რამე არის გამოკვეთილად, თუმცა არის საკითხები, რომლებიც პარლამენტში განხილვებზე და შემდგომ ეტაპზე სამსჯელოა და ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებებიც უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციით უნდა გაიწეროს ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ ფასეულობებზე. ქანთარია თვლის, რომ აუცილებელია, მკაცრად იყოს განსაზღვრული ისიც, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადაცემა.

„ მგონია, რომ მეხუთე პუნქტს, სადაც არის ჩამონათვალი იმაზე, თუ რაზე ზრუნავს სახელმწიფო, უნდა დაემატოს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ერის კონსოლიდაციაზე, ღირსებაზე და ეროვნულ ფასეულობებზე. ეს ფრაზა საერთოდ არ არის ნახსენები. კითხვის ნიშნებია ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად უნდა იყოს შესწავლილი, თუ რისი მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის. მიწაზე კანონი უნდა იყოს ცალსახად, მარტივად და გამოკვეთილად, რომ მხოლოდ ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გასხვისდეს უცხო მოქალაქეზე, დანარჩენ შემთხვევაში, მიწა არ იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე, ვფიქრობ, რომ გარდამავალი დებულება, რომელიც ევროატლანტიკური გზას აღნიშნავს, ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა იყოს მსგავსი რამ ჩაწერილი კონსტიტუციაში. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც იწვევს დიდ აჟიოტაჟს და ვერავის ვარწმუნებთ, რომ ეს არ გვინდა ჩვენთვის. ვერ ვარწმუნებთ ოპოზიციას, რომ ეს არის საერთო სიკეთისთვის და სიმყარისთვის. ვფიქრობ, რომ მანდატების საკითხი უსამართლობის განცდას ტოვებს და ამაზე უნდა წავიდეს მსჯელობა და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები