„როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და მიმღეობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს“

“როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და მიმღეობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, კონსტიტუციის რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის თანხვედრა.
„ბევრ უცნაურ მანევრს შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ ამ პროცესს ვუყურებ ჯანსაღად. ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ყოველთვის ახლავს დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა. ვფიქრობ, რომ როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და მიმღეობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ უნდა ატარებდეს. ეს ქვეყნისთვის და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისთვის სიკეთის მომტანი არ არის“,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები