„ეროვნული ფორუმი“ პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს – “საუბარია მოძრაობაზე, რომელშიც მხოლოდ პარტიები არ იქნებიან ჩართული“

„ეროვნული ფორუმი“, გრძელვადიანი პოლიტიკური თანამშრომლობის მიზნით, პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტიის წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძის თქმით, პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება, თუმცა პროცესის დასრულებამდე, “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა პოტენციური პოლიტიკური პარტნიორების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ ჩვენი კონსულტაციები მხოლოდ კონსტიტუციის ირგვლივ საკითხებს არ მოიცავს, ის ბევრად ფართო, ღრმა და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველობის სტილი და როგორი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში. ეს სახელმწიფო მხოლოდ პოლიტიკოსების არ არის და მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ჯერჯერობით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ გვარებზე და კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, რადგან კონსულტაციები გრძელდება. საუბარი გვაქვს მოძრაობაზე, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ჩართული, აქ ჩართულები უნდა იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, თავ-თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ”, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები