საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვები 5 მაისიდან დაიწყება
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვები 5 მაისიდან დაიწყება, თუმცა მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს საკონსტიტუციო კომისიის გაუქმება და სახალხო განხილვებისთვის ახალი კომისიის შექმნა ევალება.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა ფრაქციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, მონაწილეობაზე უარი, გამოსვლები, ხმამაღალი განცხადებები, რომელსაც არ აქვს საქმიანი ხასიათი და ემსახურება კონკრეტული პარტიის იდეას, უსაფუძვლოა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
“ევროპული საქართველო” თანახმაა, აღნიშნული ფორმატი გამოიყენოს, რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ის უარს აცხადებს და მოსახლეობის ინფორმირებას საკუთარი ძალებით გეგმავს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა.