სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს უფროსის მოადგილეს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ლაშა ცომაია ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეს, აზბერგენოვ დულატ ბაიდალინოვიჩს შეხვდა.
მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ლაშა ცომაიამ აზბერგენოვ დულატ ბაიდალინოვიჩს სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციას და რისკების ანალიზს.
ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე საქართველოში ყაზახეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.