პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარედგინა

პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარედგინა. საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტი 108 დეპუტატის ხელმოწერით  მიეწოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატთა ხელმოწერები, მათი ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებს, პარლამენტის დადგენილებით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.
კომისია ერთი თვის განმავლობაში განხილვებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავს, რის შემდეგაც კონსტიტუციის განხილვის პროცესი პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიმდინარე კვირას შექმნის.
ცვლილებები ასევე ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები