ინფრასტრუქტურის მინისტრი: 2020 წლამდე 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც 40 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის

2020 წლამდე 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც 40 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებზე  სამინისტროს საქმიანობის ანგარიშისა და სამოქმედო გეგმაზე მოცულობითი ინფორმაციის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ალავიძემ აღნიშნა, დაგეგმილია ასევე 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
მინისტრის ინფორმაციით,  24-საათიანი წყალმომარაგებით დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს.
გამოსვლის დასასრულს, მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები