ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდეს საქართველოს პრეზიდენტს

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის კამპანია წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგოდ და ეს გარდაიქმნა პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიად, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძე ამით პრეზიდენტის კამპანიას – ”კონსტიტუცია ყველასია” გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, თითქოს პრემიერს აქვს მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების თავისი გადაწყვეტილებით გადაადგილების შესაძლებლობა.
”ასეთი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას. მე არ ვიცი, ასეთი ინფორმაცია რანაირად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით, ან თუ აქვს სწორი ინფორმაცია და შეგნებულად ამბობს ასეთ რამეს, ეს საერთოდ ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს. არავის არ მიუნიჭებია პრემიერისთვის მშვიდობიან პერიოდში ჯარების თავისი შეხედულების მიხედვით გადაადგილების უფლება. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „არ შეიძლება საზოგადოებას ატყუებდეს კონკრეტული პოლიტიკოსი და მით უმეტეს, არ შეიძლება, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდეს საქართველოს პრეზიდენტს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები