კობახიძის ბრალდებებს გიორგი აბაშიშვილი პასუხობს – ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება

 “ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. როგორც აბაშიშვილი ირწმუნება, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, კომენტარები აღარ გაკეთდება.
„უკვე მერამდენედ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია.
ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები