“ზურაბ ყიფშიძის ხელფასი კულტურის მინისტრის ხელფასზე გაცილებით მეტია”

მსახიობ გიორგი ყიფშიძის განცხადებამ მამის – ზურაბ ყიფშიძის დაბალ ხელფასთან დაკავშირებით საზოგადოების გულწრფელი სოლიდარობა გამოიწვია. თუმცა როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი გაცილებით მეტია, ვიდრე 500 ლარი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყიფშიძე „ქართუდან“ ყოველთვიურად 2000 ლარიან დახმარებას იღებს. ამასთან, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი კულტური მინისტრის ხელფასს ბევრად აღემატება.
„ამიხსენით ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეს მამაჩემს ვალები და 500 ლარი ხელფასი, ვიღაც ჩინოვნიკს კი – 5000 ლარი?!“ ამ განცხადებამ საზოგადოების მართლაც გულწრფელი სოლიდარობა გამოიწვია. ცხადია, სახელმწიფომ ქართული კინოსა და თეატრის ისეთ ლეგენდას, როგორიც ზურაბ ყიფშიძეა, 500-ლარიანი ხელფასი არ უნდა აკადროს, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზურაბ ყიფშიძის ხელფასი გაცილებით მეტია, ვიდრე 500 ლარი და ის საგრძნობლად აღემატება „ვიღაც ჩინოვნიკის“ ხელფასს, მათ შორის თვით კულტურის მინისტრის შრომით ანაზღაურებას.
ჩვენ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა მოვიშველიებთ „ქართუ ფონდის“ ფინანსური დახმარების მიმღებთა სიას, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გასაჯაროვდა და არც ერთ მსახიობს ამ ინფორმაციის გავრცელების გამო არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ სიაში, სხვა უამრავ მსახიობთან ერთად ზურაბ ყიფშიძის სახელი და გვარიც ფიგურირებს, რომელიც „ქართუდან“ ყოველთვიურად 2000 ლარიან დახმარებას იღებს. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტით ირკვევა, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობის საშუალო ხელფასი 1034 ლარია, ანუ გიორგი ყიფშიძის დასახელებულ ხელფასზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, ზურაბ ყიფშიძე დასაქმებულია მარჯანიშვილის თეატრსა და “საზოგადოებრივ მაუწყებელშიც”. შესაბამისად, მკითხველმა ივარაუდოს რამდენად შეიძლება აღემატებოდეს მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ხელფასი 500 ლარს“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები