ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისია საარჩევნო ბლოკებისა და 5-პროცენტიანი ბარიერის თაობაზე უარყოფით დასკვნას არ მოამზადებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისია საარჩევნო ბლოკებისა და 5-პროცენტიანი ბარიერის თაობაზე მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, უარყოფით დასკვნას არ მოამზადებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხების თაობაზე ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა რომ არ ექნება, ეს წინასწარ გამართული კონსულტაციებიდან ჩანს.
მისი თქმით, ვენეციის კომისიასთან, შესაძლოა, მსჯელობა ე.წ. ბონუსთან დაკავშირებით გაიმართოს, რადგან მსგავსი მოდელი ორ ევროპულ ქვეყანაშია.
“ვფიქრობ, რომ უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა არ დაიდება, რადგან ახალი რედაქცია სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია და უკან არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული”, – განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური პროექტით, საარჩევნო ბარიერი არ იცვლება და ისევ 5 პროცენტი იქნება, ხოლო საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები