ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვთ

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე დოკუმენტი შემუშავებული საერთოდ არ ყოფილა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
„ეს კამპანია სუბიექტურ-პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც საერთოდ დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. ბუნებრივია, მათ ინტერესში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც ამ ხელისუფლების მიღწევა. ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი, ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია, დემოკრატიული კონსტიტუციით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც წარიმართება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარია, რომ კონსტიტუცია შინაარსობრივად იყოს გამართული და ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რომლებიც კომისიას საქართველოს პარლამენტმა დაუსახა.
„მიზანი არის ორი – ფუნდამენტურ-სამართლებრივ პრინციპებთან მისი შესაბამისობა – ეს ამოცანა მიღწეულია, ამ ამოცანას სრულად შეესაბამება ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია კომისიის მიერ.
ამასთან, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საპარლამენტო-დემოკრატიული და სტაბილური მმართველობის სიტემა, ეს არის მეორე ამოცანა და ესეც მიღწეულია“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები