„ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. პარტია ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან შეუდგება.
“ევროპულმა საქართველომ“ აუცილებლად ჩავთვალეთ, გამოვსულიყავით ინიციატივით, აზრი გვეკითხა საზოგადოებისთვის, მთავარი მსაჯულისთვის და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ – ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად“, – განაცხადა ბაქრაძემ და პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები