ირაკლი კობახიძე: წინა საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნისთვის 360 ათასი ლარი დახარჯა, ახალმა კომისიამ კი 40 ათასი ლარი

“წინა საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნისთვის 360 ათასი ლარი დახარჯა, ახალმა კომისიამ კი 40 ათასი ლარი”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
​კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი რაციონალურად დაგეგმილ პროცესზე მეტყველებს.
„360 ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ, როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერიც მიუთითებს, რომ ეს პროცესი იყო ძალიან რაციონალურად დაგეგმილი. ჩვენ დავზოგეთ ჩვენი თანხები და რაციონალურად მივუდექით ამ საქმეს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები