“თათიას სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობოდა, ალბათ, მკვლელობამდე აწამა“ – 4 შვილის დედის მკვლელობის დეტალები

“თათიას სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობოდა, ალბათ, მკვლელობამდე აწამა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლული თათია ვაჩეიშვილის მეგობარი აცხადებს.
ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი გასულ კვირას მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულია მისი შვილის მამა, 41 წლის გიორგი ჯანაშვილი. პოლიციამ ჯანაშვილი მალევე დააკავა. როგორც ირკვევა, თათიას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა.
„თათიას სამი შვილი ჰყავს პირველი მეუღლისგან. მისი მეუღლე წლების წინ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა, ორი თვის წინ კი აღესრულა. თათიამ მერე გაიცნო ჯანაშვილი. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქმართანაც და დედამთილთანაც. მერე ბინა იქირავეს. სამი თვის იყო პატარა, თათიას ქმარმა ცემა რომ დაუწყო. ერთ დღეს 12-ჯერ გამოიძახეს პოლიცია. ერთხელ შუათანა გოგონას ზურგში ისე ჩაარტყა,ბავშვმა გონება დაკარგა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ გიორგი ბავშვის ნახვას იმიზეზებდა და ოჯახს აწიოკებდა. თათია სახლში არ უშვებდა. პოლიციასაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ ბოლოს, იმედი დაკარგა, რომ ვინმე დაიცავდა, ამიტომ სახლში აყალმაყალი რომ თავიდან აერიდებინა, როცა გიორგი ურეკავდა, თვითონ გადიოდა და სხვაგან ხვდებოდა. იმ დღეს მასთან შესახვედრად რომ გავიდა და შინ არ დაბრუნდა, ბავშვებმა დაურეკეს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა“, – აცხადებს თათია ვაჩეიშვილის მეგობარი.
მისივე თქმით, ის, რომ გიორგი ჯანაშვილის ფსიქიატრიული პრობლემების აქვს, გამოგონილია.
„ამისი თქმა მაშინ დასჭირდათ, როცა გიორგიმ თათიას ბინის კარს ცეცხლი წაუკიდა. ჩვენი მეგობარი, რომ არ მისულიყო, ყველა დაიწვებოდა. ეს ამბავი რომ გაემართლებინათ და ციხეში არ წასულიყო, სიგიჟე მოიგონეს. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თათიას რამდენჯერმე სცემა. მერე შემაკავებელი ორდერიც გაიცა, მაგრამ ამან არ უშველა. ერთხელ მთვრალი დედამთილიც მიუვარდა. მაშინ სწორედ ადვოკატმა ჯოგლიძემ წაიყვანა ის ქალი. მოკლულს სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობა, ალბათ, მკვლელობამდე აწამეს. თუ ბრალდებული არ დაისაჯა და ფსიქიატრიულში მოათავსეს, ბავშვების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. მოკლულის შვილები დღეს 86 წლის მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობენ. სამი არასრულწლოვანიდან ყველაზე პატარა ორი წლის არის. ალბათ, და-ძმაზე ზრუნვა 19 წლის გოგონას მოუწევს“, – აცხადებს მოკლული თათია ვაჩეიშვილის მეგობარი.
მკვლელობა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ადვოკატ სოსო ჯოგლიძის ბინაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატის გერია, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს ჯოგლიძე, რომელიც ბრალდებულის ინტერესს იცავს.
„დაბადების დღეზე ვიყავი. ღამის 12 საათზე პროკურორმა მიშა ჩხეიძემ დამირეკა და მითხრა, შენ სახლში მკვლელობა მოხდაო. გიორგის ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავს ქალი, რომელთანაც საერთო შვილის ჰყავს. ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ჯერ საფრანგეთში ყოფნისას იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მერე – საქართველოში,“ – აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ მის ბინაში თათია ვაჩეიშვილი და გიორგი ჯანაშვილი, სოსო ჯოგლიძე არ პასუხობს.
„ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. დღის 2-ის ნახევარზე ამოსულან ჩემს ბინაში, კონიაკი დაულევიათ. ბრალდებული გარდაცვლილს ღალატს აბრალებდა. მას კი უთქვამს, გღალატობ, რადგან ის ფულს მაძლევსო. კომპიუტერის კაბელით მოუხრჩვია, მერე დედასთან დაურეკავს, უთქვამს, დახლში „ტრუპი“ მყავსო და წასულა. დედამისმა კი პოლიციაში დარეკა.
რადგან საერთო შვილი ჰყავთ, საქმე ოჯახურ დავად განიხილება, სხვა შემთხვევაში, მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ბრალდებული ბევრჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის. ბოლოს საფრანგეთში დააკავეს. მისი დეპორტაცია 2013 წელს მოხდა. მე ცოლი მყავს. დედამისი ჩემი საყვარელი იყო და ისინი დროებით ცხოვრობდნენ ჩემს ბინაში,“ – აცხადებს სოსო ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები