თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები