ზესტაფონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის მიზეზი კორპუსში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები გახდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კეთილმოწყობის სამსახურმა დაიწყო კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები,
სპეციალური აპარატურით სამუშოებმა გამოიწვია გარკვეული ნგრევები.
ამ წუთებში ადგილზე გამგეობის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. მათი თქმით, ვისაც საჭიროება ექნება, დროებითი ფართით დაკმაყოფილდება.
კორპუსი 16-სართულიანია და მასში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები