მარნეულიდან გატაცებული გოგონა ნაპოვნია – სავარაუდოდ, წყვილი ოჯახის შექმნას აპირებდა

მარნეულის რაიონიდან გატაცებული 17 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი გოგონა და მის გატაცებაში ბრალდებული ნაპოვნია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე მათგანი სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს, თუმცა გოგონას ჩვენების საფუძველზე მამაკაცი არ დაუკავებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“კვირას” ინფორმაციით, გოგონას და ბიჭს 4 წელია ერთმანეთი უყვართ და ოჯახის შექმნას აპირებდნენ.
თუმცა გოგონას ერთ-ერთი მშობელი მათი დაოჯახების წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები