სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუნძულ სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გამართა. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარმოადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ საბერძნეთის კიკლადების რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ მუშაობის დაწყებაზე.
ბერძნული მხარის განცხადებით, ელჩის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია განთავსდება კიკლადების რეგიონის სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე და მიეწოდება 4000-ზე მეტ ბერძნულ კომპანიას.მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ქართველი ტურისტების მხრიდან საბერძნეთის კურორტებისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი ბიზნეს-პროექტებისინიცირებას.
საქართველოს ელჩის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების შესახებ.
კიკლადების რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, იოსებ ნანობაშვილი ასევე შეხვდა სანდორინის მერს ანასტასიოს-ნიკოლაოს ზორზოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები