ლევან იზორია საოკუპაციო ხაზთან ღობის გავლების ფაქტზე: ეს არის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი

სოფელ ხურჩაში, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან ღობის გავლების ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია რუსული ანექსიის გაგრძელებად აფასებს.
მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოებაც.
„ეს არის მორიგი ნაბიჯი ანექსიისა და ბუნებრივია ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმატით ზეწოლა რუსეთზე და ამ ზეწოლას ბუნებრივია, მომავალშიც განვახორციელებთ“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსი სამხედროების ქმედებების შემდეგ, სოფელ ხურჩაში ორი ოჯახის კუთვნილი ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები