საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს

საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს. მოზარდი სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ ნახეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ნივთმტკიცებად ნაპოვნია ფერმიდან დაკარგული ორი ცხენი, რომელიც მოზარდს თან ჰყავდა.
არასრულწლოვანის ოჯახის წევრების თქმით, ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათი ნებართვის გარეშე წაიყვანა. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მშობლებისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო, ადგილსამყოფელის შესახებაც ფლობდნენ ინფორმაციას, თუმცა ეს საზოგადოებას დაუმალეს.
მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები