პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება

დღეს, 30 აპრილს წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება. პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ. ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს. ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. 47-ე ნათლობა წელს 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები