გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ 25 წლის წინ მივაღწიეთ რუსეთისგან დამოუკიდებლობას, საქართველომ აირჩია გზა, რომ აღარასდროს დაბრუნდეს უკან

„ჩვენ 25 წლის წინ მივაღწიეთ რუსეთისგან დამოუკიდებლობას, საქართველომ აირჩია გზა, რომ აღარასდროს დაბრუნდეს უკან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მოკლე პერიოდში, საქართველომ გაიარა სიღარიბე, სამოქალაქო ომი, რუსული ოკუპაცია. ამ საშინაო და საგარეო გამოწვევების მიუხედავად კი, 70-წლიანი ტოტალიტარული რეჟიმიდან ჩვენ გარდავიქმენით დემოკრატიულ, დინამიკურ ქვეყნად. თუმცა ჩვენ მარტო არ ვყოფილვართ, გვეხმარებოდნენ მეგობრები და პარტნიორები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები. გვინდა საქართველო ვაქციოთ ინსტიტუციური დემოკრატიის მაგალითად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები