“დღეს ისტორიულია დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი”

“დღეს ისტორიულია დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დღეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ისტორიულია დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამერიკასა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, თავისუფალი არჩევანის საშუალებას ჩვენი ხალხისთვის. მზად ვართ, რომ მტკიცედ ვიდგეთ ამ არჩეულ გზაზე. ჩვენ ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს მივაღწიეთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. არ არსებობს ქვეყანა რომელიც დღეს საქართველოს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ დააყენებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები