თავდაცვის სამინისტრო – თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები დროებით მოვალეობას ასრულებენ

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატების – სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით, დანიშნულნი არიან დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად გენერალურ ინსპექციაში, განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორებად.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა გაიარეს კონკურსი და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრა.
კერძოდ, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრი დეპუტატების, თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები