ქუთაისში, ოცხელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, ოცხელის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწავლო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, რა დროსაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ოცხელის საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს კომპანია, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა.
”შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ორპირი ქარი იყო და სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა ჭერის ჩამონგრევა. კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოებს უკვე ასრულებენ“, -განაცხადა ოცხელის სახელობის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, შოთა გოქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები