კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
სკვერში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში, სკვერი სრულად კეთილმოეწყობა. დაგეგმილია თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევნის მოწყობა, დაიგება ქვაფენილი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდება გარე გამოყენების ტრენაჟორები, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობაც.
სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები