რუსთავში, ავტომანქანაში, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა

რუსთავში, ე.წ მინი-ვენის ტიპის ავტომანქანაში, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული მამაკაცი, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ჯერ კლინიკა „რუსთავში“, ხოლო, მოგვიანებით, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები