დეპუტატი ნინო წილოსანი საარჩევნო სისტემის პლურალიზმზე აკეთებს აქცენტს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
დეპუტატი კომენტარს აკეთებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, პარლამენტის არჩევის ახალ წესზე.
„მე, როგორც მაჟორიტარი, ვხედავ მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეებს : ამომრჩეველთან აქტიური კავშირი, მათი მოთხოვნების ხელისუფლებამდე მიტანა და მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ჩემი, როგორც მაჟორიტარის, პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. მაგრამ საარჩევნო სისტემის პლურალიზმისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემთვის მისაღებია შემოთავაზებული ვარიანტი. განსაკუთრებით, თუ ეს იქნება რეგიონალურ-პროპორციული სისტემა.
ამ საკითხზე გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს განხილვები და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ვენეციის კომისიის მიერ სამართლებრივ-იურიდიულ ჭრილში წარმოდგენილი რეკომენდაციები.
საბოლოო გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებითა და ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებზე დაყრდნობით,“ – აღნიშნავს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები