ზურაბ ალავიძე მოლდავეთის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს, ვასილე ბიტკას შეხვდა

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მოლდავეთის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი – ვასილე ბიტკა მიიღო, რომელიც თბილისს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში ეწვია.
​ზურაბ ალავიძემ უცხოელ კოლეგას ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და 2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ვასილე ბიტკამ ზურაბ ალავიძისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. მოლდავეთის მხარემ, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით, ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
​შეხვედრას საქართველოს ელჩი მოლდავეთში მერაბ ანთაძე და მოლდავეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გეორგე ლეუკა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები