რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში

სასტუმრო „ტიფლის პალასში“ ეროვნული კონფერენცია – „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „მწვანე ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი და უკრაინა) მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარებაში. პროექტს ევროკავშირთან ერთად, აფინანსებს ავსტრიის განვითარების ბანკი და სლოვენიის მთავრობა.
შეხვედრაზე, პროგრამის ფარგლებში, 2013-2017 წწ. მიღწეული შედეგები წარმოადგინეს, მცირე და საშუალო ზომის სამრეწველო საწარმოებში წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის და გარემოს დაცვის საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით.
პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა ( UN Environmet) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO).
კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები