კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება

30 აპრილს წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება.
პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ. ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.
ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. 47-ე ნათლობა წელს 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები