ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატზე და იმ ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებობს.
სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ თემებზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები